Saturday, May 31, 2014

მეექვსე დღე

შევისწავლე გუგლი დოკუმენტების შექმნა და გაზიარება. გავეცანით შეფასების რუბრიკას, დავხვეწეთ პროექტის გეგმის შეფასების რეზიუმე.გავწერე საბაზისო უნარ–ჩვევები.გავეცანი რედაქტირების ინსტრუმენტებს, კომენტარის ჩასმა, ვენის დიაგრამა.რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.

Sunday, May 11, 2014

მეხუთე დღე

დღეს გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე პრეზენტაციის ბლოგზე ჩაშენება, რესურსების მოძიება საავტორო უფლებების დაცვით გადმოწერა.ვარ კმაყოფილი დღევანდელი დღით.

Sunday, May 4, 2014

მეოთხე დღე

 ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოზე, მოსწავლეთა ამოცანებზე და მიზნებზე, პრეზენტაციის შექმნაზე და განვაახლე ჩემი ფაილები გუგლი დრაივზე. შევეცდები ჩემი ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკულ საქმეში.

Saturday, May 3, 2014

მესამე დღე

დღეს ვიმუშავეთ პროექტის სტანდარტების მოძიება-გადმოწერაზე და შეთავსების პროექტზე. შევადგინე სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები, რომლის მიხედვით მოსწავლეები შექმნიან დამაჯერებელ პრეზენტაციას.