Sunday, June 8, 2014

მეცხრე დღე

წარმოვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე უკუკავშირი სხვა მასწავლებლებისაგან, ამის შემდეგ გავასწორე შეცდომები და დავხვეწე ჩემი პროექტი.ასევე დავხვეწე შეფასების ფორმები და მივუსადაგე ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს.შევაფასე სხვა მსმენელების პროექტის გეგმები:1-ისვიყავი შავი პიარი, მეორის თეთრი.ეს ყველაფერი გავაკეთე არსებული პროექტის გეგმის ჩეკილისტით. შევაფასე ტრენინგი პროექტებით სწავლება. პროექტებით სწავლება ეფექტური სასწავლო პროცესია, ამ პროექტის ფარგლებში ბევრი რამის სწავლა მოვახერხე.ვარ კმაყოფილი შეძენილი ცოდნით, რასაც შევეცდები გამოვიყენო პრაქტიკულ საქმიანობაში.დიდ მადლობას ვუხდი კომპანია intel-ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მსგავსი პროექტების განხორციელებისა და დაფინანსებისათვის. ასევე დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

Saturday, June 7, 2014

მერვე დღე

დღეს გავაკეთე ფასილიკაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, პროექტის ჩეკლისტი, შეფასების რუბრიკების დახვეწა, პროექტის გეგმის დასრულება, შემდეგ პროექტის პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა, ბლოგის დახვეწა, გაფორმება, გავუკეთე კომენტარები სხვის პროექტის გეგმებს.

Sunday, June 1, 2014

მეშვიდე დღე

ვისწავლე მოსწავლის საჭიროების დადგენა,განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები, დავხვეწეთ სასწავლო გეგმის პროექტის გეგმის პროცედურები და განვაახლეთ პორტფოლიო.

Saturday, May 31, 2014

მეექვსე დღე

შევისწავლე გუგლი დოკუმენტების შექმნა და გაზიარება. გავეცანით შეფასების რუბრიკას, დავხვეწეთ პროექტის გეგმის შეფასების რეზიუმე.გავწერე საბაზისო უნარ–ჩვევები.გავეცანი რედაქტირების ინსტრუმენტებს, კომენტარის ჩასმა, ვენის დიაგრამა.რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.

Sunday, May 11, 2014

მეხუთე დღე

დღეს გავეცანი საავტორო უფლებებს, ვისწავლე პრეზენტაციის ბლოგზე ჩაშენება, რესურსების მოძიება საავტორო უფლებების დაცვით გადმოწერა.ვარ კმაყოფილი დღევანდელი დღით.

Sunday, May 4, 2014

მეოთხე დღე

 ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოზე, მოსწავლეთა ამოცანებზე და მიზნებზე, პრეზენტაციის შექმნაზე და განვაახლე ჩემი ფაილები გუგლი დრაივზე. შევეცდები ჩემი ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკულ საქმეში.

Saturday, May 3, 2014

მესამე დღე

დღეს ვიმუშავეთ პროექტის სტანდარტების მოძიება-გადმოწერაზე და შეთავსების პროექტზე. შევადგინე სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები, რომლის მიხედვით მოსწავლეები შექმნიან დამაჯერებელ პრეზენტაციას.