Sunday, June 8, 2014

მეცხრე დღე

წარმოვადგინე ჩემი პროექტი, მივიღე უკუკავშირი სხვა მასწავლებლებისაგან, ამის შემდეგ გავასწორე შეცდომები და დავხვეწე ჩემი პროექტი.ასევე დავხვეწე შეფასების ფორმები და მივუსადაგე ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს.შევაფასე სხვა მსმენელების პროექტის გეგმები:1-ისვიყავი შავი პიარი, მეორის თეთრი.ეს ყველაფერი გავაკეთე არსებული პროექტის გეგმის ჩეკილისტით. შევაფასე ტრენინგი პროექტებით სწავლება. პროექტებით სწავლება ეფექტური სასწავლო პროცესია, ამ პროექტის ფარგლებში ბევრი რამის სწავლა მოვახერხე.ვარ კმაყოფილი შეძენილი ცოდნით, რასაც შევეცდები გამოვიყენო პრაქტიკულ საქმიანობაში.დიდ მადლობას ვუხდი კომპანია intel-ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მსგავსი პროექტების განხორციელებისა და დაფინანსებისათვის. ასევე დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს.

No comments:

Post a Comment